გახდი გირჩი-მეტი თავისუფლება

"გირჩი-მეტი თავისუფლება"  ვიწყებთ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს იქნება თავისი არსით რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდება, იქნება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. 

მუნიციპალურ კამპანიასთან ერთად, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია, რათა "ოცნებას" არ მივცეთ საშუალება ამომრჩეველზე ზეწოლით, მოსყიდვით და მანიპულაციით მიიღოს ხმების 43% პროპორციულ ნაწილში. 

ოქტომბერში წარმატების მისაღწევად, გვჭირდება საარჩევნო პროცესებში ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების მაქსიმალური ჩართულობა, რათა გავაუმჯობესოთ გირჩის 2020 წლის შედეგი და გავაჩინოთ ხელისუფლების ცვლილების შანსი.

მეტი საარჩევნო ხმის მისაღებად გვჭირდება პარტიული სია + მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ქვეყნის მასშტაბით. 

ჩვენი წესდების მიხედვით, გირჩის ცენტრალური ოფისის ნაცვლად, სიასა და კანდიდატებს ირჩევენ გირჩის წევრები. ამისთვის, ყველა ოლქში გვჭირდება გირჩის წევრები, რომლებიც შექმნიან წესდებით გათვალისწინებულ ოლქის კლანს, შეადგენენ პარტიულ სიას და წარადგენენ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს. ამისთვის კი საჭიროა:

1) დარეგისტრირდე გირჩის პორტალზე https://girchi.org/ge/user/register
2) ჩარიცხო 5 ლარიანი საწევრო.

GE84TB7642236020100005

GE92BG0000000498978212

(დანიშნულებაში -"შემოწირულობა")

გარდა სიის ფორმირებისა და კანდიდატების არჩევისა, გირჩის წევრები მიიღებთ გადაწყვეტილებებს არჩევნებში გირჩისა და სხვა ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ოპოზიციურ ფლანგზე საერთო ოპოზიციური კანდიდატებზე შეთანხმების შემთხვევაში, გირჩს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით ყველა ოლქში არ ეყოლება, მაგრამ აუცილებლად გვექნება პარტიული სია ყველა ოლქში. 

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ წარმოდგენილი ფორმა, რის შემდეგაც ჩვენ თქვენთან ერთად დავგეგმავთ თითოეულ ქალაქსა თუ რეგიონში შეხვედრებს და დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას. 

1. შეავსე ფორმა
2. შეავსებინე შენ გარშემო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ყველას, ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს
3. დარეგისტრირდი შენ და დაარეგისტრირე ისინი პორტალზე: https://girchi.org/ge/user/register
4. გადაიხადე სიმბოლური საწევრო 
5. შექმენი კლანი
6. მონაწილეობა მიიღე პარტიული სიის შედგენაში შენი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის
7. მონაწილეობა მიიღე მერის/გამგებლის/მაჟორიტარის შერჩევაში ან თავად გახდი კანდიდატი.

ყველაფერს წყვეტ შენ. ზემოდან არ იქნება არანაირი მითითება. შედეგებზეც პასუხისმგებელი იქნები შენ.

პატივისცემით,
გირჩი - მეტი თავისუფლება.

 



კომენტარები