გირჩი-მეტი თავისუფლების თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატების პრაიმერისი

12 აგვისტოს, 09:45 საათიდან, 19:45 საათამდე, გირჩი-მეტი თავისუფლების პორტალზე, გაიმართება თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატების, გირჩი-მეტი თავისუფლების პოლიტიკოსების, ცოტნე კობერიძისა და იმედა კლდიაშვილის პრაიმერისი. 

პოლიტიკოსებს შორის არჩევანი პარტიის პორტალზე რეგისტრირებულმა წევრებმა უნდა გააკეთონ, რომელთაც ტექნიკურად დარიცხული აქვთ, როგორც დემოკრატიული, ასევე მერიტოკრატიული ქულები.

იხილეთ ინსტრუქცია პრაიმერისში მონაწილეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გირჩი-მეტი თავისუფლება ოპოზიციის ნაწილთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. შეთანხმების მონაწილე პარტიები არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარიას "დროა" და გირჩი-მეტი თავისუფლება. ამ შეთანხმების თანახმად, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია, ხოლო გირჩი ვიცე-მერის კანდიდატურას წარადგენს. აღნიშნული პარტიები ასევე თბილისის მაჟორიტარული ოლქების კანდიდატებზეც შეთანხმდებიან. 

თვალ-ყური ადევნეთ იმედას და ცოტნეს პრაიმერისს. აირჩიეთ თქვენი ფავორიტი კანდიდატი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები