წევრების რაოდენობა 0
მხარდამჭერთა რაოდენობა 2225
ზურაბ ჯაფარიძე ზურაბ ჯაფარიძე
(1) 58 233 23.8452%
(1) 700 21.0907%
2 232  
0 23-10-2021
ინტრო

გამარჯობა

მე ტობი ვარ. 2 წლის და 6 თვის როტვეილერი. 

როგორ მოვხვდი გირჩი - მეტი თავისუფლების სიაში? ეგ დიდი ისტორიაა, თუმცა - შემიძლია გითხრათ, რა თვისებების გამო უნდა ვიყო ამ სიაში: 

  • მიყვარს წესრიგი
  • გამაჩნია საკუთარი აზრი - დამოუკიდებლად ვაფასებ საფრთხეებს და გამაჩნია ამ საფრთხეებზე რეაგირების უნარი
  • არასდროს არ  ვთმობ იმ ადგილს, რომელსაც ჩემი ადამიანები მანდობენ
  • არ ვმეგობრობ იმ ძაღლებთან, რომლებიც არ მომწონს
  • როცა რაღაცას მივდევ, გზიდან გადახვევის გარეშე შემიძლია ბოლომდე ვდიო
  • ვინმე ან რამე თუ არ მომწონს - ბოლომდე არ მომწონს და არაფერს არ ვუცდი - პირდაპირ ვუყეფ
  • ჩემს საჭმელში ხელებს რომ ჩემთვის არასასურველი ხალხი აფათურებს, მეც არ მომწონს. არც იმ ხალხთან თამაში მიყვარს, ვინც გულზე არ მეხატება. ვისზე ნაკლები ლიბერტარიანელი ვარ? 

ამ სიის გაგრძელება კიდევ შემიძლია, თუმცა - თუ ამდენი წაიკითხეთ, იმას მაინც მიხვდებოდით, რომ ამ სიაში ყოფნას არანაკლებ ვიმსახურებ, ვიდრე ჩემი კონკურენტები. მერე რა, რომ კითხვა არ ვიცი და რაღაც წიგნი არ მაქვს წაკითხული. 

Woof woof, 
Toby. 

პირადი პარტიული სია
სახელი Points
D: 100%
M: 100%
ყველა სიახლე