რა შედეგით დასრულდა რეფერენდუმი "გირჩი-მეტი თავისუფლების" წესდების მისაღებად?

დღეს, 2021 წლის 9 აპრილს, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წესდება რეფერენდუმის შედეგად, პარტიის წევრების ჯგუფის 61.77 %-მა დაამტკიცა. 

633 რეგისტრირებული წევრიდან 388 ადამიანმა (99.23 %) ხმა წესდების დამტკიცებას მისცა, მხოლოდ სამი წევრი იყო წინააღმდეგი (0.77%).

"გირჩი - მეტი თავისუფლება" არის პოლიტიკური ორგანიზმი, რომლის მიზანია კლასიკური ლიბერალიზმის და არაძალადობრივი პრინციპებისთვის მებრძოლი მდგრადი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დაცვით, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართულ პოლიტიკაში ახალი ადამიანების ჩართვას, რაც თავის მხრივ უნდა იქცეს საქართველოს დესოვიეტიზაციის წინაპირობად" 

- ვკითხულობთ წესდებაში.

პარტიის მთავარი სამოქმედო დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, პირველი მიზანი მმართველი ბორდის და პარტიის მენეჯერის (CEO)  არჩევა იქნება. სწორედ წესდებაზე იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება პარტია მომავალში.

როგორც დოკუმენტზე მომუშავე პოლიტიკოსები აღნიშნავენ, "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ყველაზე გამჭვირვალე და პლურალისტური მმართველობის მექანიზმი ექნება, რადგან წევრების ამ დონის ჩართულობას და გადაწყვეტილების პროცესებზე ზეგავლენას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. 

მიზანი ამ წესების შემუშავების პროცეში, უკვე მიღწეულია. მოვახერხეთ და შევქმენით ისეთი წესრიგი, რომელიც ყველა გირჩით დაინტერესებული ადამიანის პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას შესაძლებელს ხდის. ამიტომ, ეს წესდება უკვე წარმატებულია.

- ამბობს წესდების ერთ-ერთი თანაავტორი, ბადრი გრიგალაშვილი.

იხილეთ წესდების დოკუმენტი სრულად.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები