სისტემა უნდა დაინგრეს!

სისტემამ გადმოაგდო გამომძიებელი.

და ელოდება რეაქციას.

თუ ჩათვლის რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს ცოტა უფროს(ებ)ს.

და დაელოდება რეაქციას.

თუ ჩათვლის, რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს მინისტრს

და დაელოდება რეაქციას.

თუ ჩათვლის, რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს მთავრობას

და დაელოდება რეაქციას.

თუ ჩათვლის, რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს ივანიშვილსაც

და მოიყვანს,

გამოჩეკს,

შექმნის,

გამოზრდის,

გამოწვრთნის,

გამოძერწავს,

აგვარჩევინებს,

დაგვანიშნინებს,

დაგვალოცინებს,

ნებისმიერ საჭირო ზმნას გამოიყენებს

და

დაისვამს ახალ უფროსს

და დაგვანახებს, რომ

შეიცვალა,

გამოიცვალა,

გაუმჯობესდა,

გამოკეთდა,

წინ წავიდა,

სინამდვილეში კი,

გადარჩება,

ტრანსფორმირდება,

გაახალმუნდირდება,

გაახალმანქანდება,

გაახალკამერდება

და მერე ისევ

ჩაგვიდებს,

გვაგინებს,

გვცემს,

დაგვიჭერს,

ცრუ ჩვენებებს მისცემს,

ახალ უფროსს გააბლატავებს,

ახალ უფროსს დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში,

მაგრამ მერე ისევ შემოაკვდება

და ჩვენ ისევ გავბრაზდებით,

ისევ გავმწარდებით,

ისევ მოვითხოვთ მინისტრის გადადგომას

და მერე ისევ …

უნდა დაინგრეს ეს დედამოტყნული!!!!

უ ნ დ ა  დ ა ი ნ გ რ ე ს !!!!

ავტორი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე



კომენტარები