"რძე და ყველი" (მოკლედ )

მთავრობის მეტად შეზღუდვა

მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, საკონსტიტუციო ჩამკეტი მექანიზმების შემოღება/გამკაცრება

  • მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს 20%-სა

  • მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს 40%-სა (წელიწადში არაუმეტეს 0.5%, ხოლო სამი წლის ჯამი არაუმეტეს 1%)

  • საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის არაუმეტეს 1%-სა

  • თუ მთავრობა დაარღვევს თავისუფლების ქარტიას, ის უნდა გადადგეს

მეტი სიმდიდრე საქართველოს მოქალაქეს

ოთხი წლის მანძილზე:

  • უქმდება საშემოსავლო გადასახადი

  • უქმდება მოგების გადასახადი

  • უქმდება იმპორტზე გადასახადი

  • რჩება მხოლოდ დღგ და აქციზი

  • საგადასახადო წნეხი მცირდება 26%-დან 16%-მდე

გადასახადი/წელი

განაკვეთი

2021

2022

2023

2024

2025

საშემოსავლო გადასახადი

20%

15%

10%

5%

0%

განაწილებული მოგების გადასახადი

15%

10%

5%

0%

0%

დღგ

18%

18%

18%

18%

18%

იმპორტის გადასახადი

5-12%

0%

0%

0%

0%

აქციზი

X

X

X

X

X

 

ხარჯების, დეფიციტის და ვალის შემცირება

ოთხი წლის მანძილზე:

  • სამთავრობო ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯები სულ მცირე 3.5 მლრდ ლარით მცირდება

  • უქმდება განათლების, სოფლის, კულტურის, სპორტის და რელიგიის სამინისტროები და სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებები

  • მთავრობის ვალი მშპ-სთან  >60%-იდან <50%-მდე მცირდება

  • ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება 5%-დან 1%-მდე

წელი

2021

2022

2023

2024

2025

სამთავრობო ვალი/მშპ

62%

60.4%

57.6%

53.3%

49.2%

 

ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია

  • ამნისტიის გამოცხადება ყველა საგადასახადო დავაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბიზნესის მფლობელს იმავე ან სხვა კომპანიით ბოლო 10 წლის მანძილზე მიღებული აქვს რაიმე სახის სახელმწიფო დაფინანსება ან სახელმწიფო გარანტია
  • ფინანსური პოლიციის გაუქმება

  • სასამართლო ნებართვის გარეშე მარეგულირებლის ბიზნესში შესვლის აკრძალვა

  • სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში გადატანა ისეთ ეკონომიკურ დანაშაულებზე, როგორიცაა ლიცენზირების წესების დარღვევა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესების დარღვევა, ფალსიფიკაცია, აქციზურ მარკასთან დაკავშირებული წესების დარღვევა, ისევე როგორც ყველა იმ დანაშაულზე, რომელსაც ფიზიკური პირის სახით დაზარალებული არ ჰყავს.

მეტი საკუთრება თითოეულ მოქალაქეს

ოთხი წლის მანძილზე:

  • ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების უფასო რეგისტრაცია მესაკუთრეებზე, თუ ადგილზე მოდავე არ არსებობს

  • ტრადიციულ საკუთრებაში არსებული ტყეების უფასო რეგისტრაცია მესაკუთრეებზე, თუ ადგილზე მოდავე არ არსებობს

  • მიწაზე საკუთრების ფორმის შეცვლა - ყველაფერი, რაც საკუთრებაში არსებული მიწის ქვეშ აღმოჩნდება, მიწის მესაკუთრის საკუთრებაა

  • სპეციალური საპრივატიზაციო ფულის ერთეულის გამოყენებით მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ:

  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები 

  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყეები 

  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წიაღისეული 

  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ე.წ. სახელმწიფო კომპანიები 

  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 

  • ქონების მფლობელს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოს ყველანაირი რეგულაციის გარეშე, საკუთრებისთვის კულტურული სტატუსის მოხსნა

მეტი ეკონომიკური თავისუფლება

  • ყველა მარეგულირებელი სააგენტოს გაუქმება (ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ეროვნული ბანკის, კონკურენციის სააგენტოს)

  • ფასების სრული ლიბერალიზაცია

  • სესხის ასაღებად შემოსავლის დადასტურების მოთხოვნის გაუქმება

  • სესხის უცხოურ ვალუტაში ასაღებად საჭირო 200 000 ლარიანი მინიმალური ზღვრის გაუქმება

  • სავალდებულო სარეზერვო განაკვეთების გათანაბრება უცხოურ და ეროვნულ ვალუტაზე

  • დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის გაუქმება

  • ყველა იმ რეგულაციის გაუქმება, რომელიც საფინანსო სექტორს უკრძალავს არასაფინანსო სექტორში საქმიანობას

  • ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების გაუქმება და დოლარიზაციის შემოღება

  • ბოლო 10 წლის მანძილზე მიღებულ ყველა რეგულაციაზე მორატორიუმის გამოცხადება

  • ყოველი ახალი რეგულაციისთვის გაუქმების ვადის დაწესება, და მთავრობის დავალდებულება, ყოველ ჯერზე ახლიდან დაამტკიცოს მისი საჭიროება

  • სავალდებულო საპენსიო ფონდის გაუქმება და წართმეული თანხების მოქალაქეებისთვის უკან დაბრუნება

  • პენსიების გაცემაზე ლიბერთი ბანკის მონოპოლიის გაუქმება

  • ყველა ე.წ. ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ამნისტიის გამოცხადება იმ პირებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან ე.წ. ნარკოდანაშაულის რომელიმე მუხლით

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა

  • „საყოველთაო ჯანდაცვის“ გაუქმება და სადაზღვევო ვაუჩერით ჩანაცვლება 3 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის

  • სახელმწიფო სამედიცინო კლინიკების საქართველოს მოქალაქეებზე გადაცემა სპეციალური საპრივატიზაციო ფულის ერთეულის გამოყენებით

  • მედიკამენტების თავისუფალი იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომელთა მშპ ერთ სულზე 10 000 აშშ დოლარზე მეტია

  • სამედიცინო ლიცენზირების მინიჭების უფლებაზე სახელმწიფო მონოპოლიის გაუქება

  • რეცეპტების სავალდებულოობის გაუქმება

განათლების გათავისუფლება

  • ურბანულ დასახლებებში საჯარო სკოლების საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაცემა სპეციალური საპრივატიზაციო ფულის ერთეულის გამოყენებით

  • კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების სრულად გათავისუფლება სახელმწიფო რეგულირებისგან

  • ეროვნული სასწავლო გეგმის გაუქმება და საჯარო სკოლებისთვის ავტონომიის მინიჭება

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩანაცვლება ერთი ნებაყოფლობითი გამოცდით ზოგად უნარებში, რომელიც  მხოლოდ საგრანტო დაფინანსებას განსაზღვრავს. გამოცდაზე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ნებისმიერი მსურველის დაშვება.

  • უნივერსიტეტებისთვის სრული ავტონომიის მინიჭება იმის გასასაზღვრად რა კრიტერიუმებით მიიღებენ სტუდენტებს

  • თითოეულ სასკოლო ასაკის ოჯახის წევრზე წლიური 1,500 ლარიანი სასკოლო ვაუჩერის გამოყოფა, რომელსაც ოჯახი სურვილისამებრ დახარჯავს  საჯარო სკოლაში, კერძო სკოლაში ან რეპეტიტორებზე (Home Schooling)

  • თუ მოსწავლე სრულად ვერ შეძლებს ვაუჩერის ათვისებას, ნაშთი შეინახება გრძელვადიან დეპოზიტზე, რომელიც მას გადაეცემა სრულწლოვნობის ასაკის მიღწევისას

  • ინკლუზიური განათლების მეტად ხელშეწყობა დაფინანსების ეტაპობრივად ზრდით

სასამართლოს ძირეული რეფორმა

  • არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო  და გააჩნდეს აღსრულების მექანიზმი

  • ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს

  • 2022 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას;  სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე

  • საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება

  •  ხანგძლივი ვადით უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ,  ყველა კოლეგიის უმრავლესობის ამ მოსამართლეებით დაკომპლექტება.

  • სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.

სამართალდამცავი სისტემის რეფორმა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო: 

  • პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება

  • თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, - შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს

  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

  • პროკურატურა: 

  • ოლქის პროკურორების არჩევითობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ

  • ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას

  • პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება

  • ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა

  • მთავარი პროკურორის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის 2/3-ების მიერ

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება

  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა

  • მაქსიმალურად თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის მიღწევა ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებული ფოკუსით აშშ-ზე

  • პროაქტიული ევრო და ევრატლანტიკული ინტეგრაცია

  • აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება

  • პროაქტიული სადეოკუპაციო პოლიტიკის გატარება

  • სავალდებულო გაწვევის გაუქმება

  • ნახევრად-პროფესიული და მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებული რეზერვის შექმნა;

  • თავდაცვის დაფინანსების გაზრდა არსებული მშპ-ს <2%-დან >5%-მდე

  • აქცენტის გაკეთება პროფესიონალიზმსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე

  • ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი ხედვის გაწერა და მასზე ეროვნული კონსესუსის მიღწევა

ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და რეალური თვითმმართველობა

  • თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება

  • ოლქის პროკურორების არჩევითობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ

  • მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში

  • ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება ექნება მხოლოდ შეამციროს გადასახადი

  • ადგილობრივი ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 3%-ს

  • ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე დაწესდება შეზღუდვები:

საბიუჯეტო ხარჯის კლასიფიკაცია

ბიუჯეტის ხარჯვითი წილობრივი მაჩვენებელი

ადმინისტრაციული ხარჯი

არაუმეტეს 7%

ინფრასტრუქტურული ხარჯი

არაუმეტეს 25%

უსაფრთხოებაზე გაწეული ხარჯი

არაუმეტეს 20%

სოციალური ხარჯები

არაუმეტეს 30%

დასუფთავება, გარემოს დაცვა, გამწვანება

არაუმეტეს 30%

სხვა ხარჯები

არაუმეტეს 5%

თბილისი

  • პოლიტიკური დეცენტრალიზაცია - თბილისის 12 რაიონისთვის არჩევითი საკრებულოების შექმნა

  • ცენტრალიზებული ფუნქციების რაიონების საკრებულოებზე გადანაწილება

  • მერისთვის კოორდინატორის ფუნქცის დაკისრება, საკრებულოებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად.. 

  • მერი დაკავებული იქნება შესყიდვებით, ტენდერების გამოცხადებით და სხვა ფუნქციებით, რომლებზე გადაწყვეტილებაც მიიღება დეცენტრალიზებულად.

  • თითოეულ რაიონის საკრებულოს შეეძლება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები შეამციროს თავისი შეხედულებებისამებრ

  • მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის სრული განკერძოება და ტრანსპორტის სფეროს სრული დერეგულირება

  • მოხდება თბილისის მიწისქვეშეთის ეტაპობრივი პრივატიზება, ახალი მეტროს ხაზების,  მეტროსადგურების, ავტოსადგომების ან სხვა დანიშნულების ბიზნესის შესაქმნელად

  • ყველა სამთავრობო შენობა გადავა სამგორის რაიონში .

გირჩი-მეტი თავისუფლება



კომენტარები