
საგადასახადო პოლიტიკა
მარტივი და სამართლიანი საგადასახადო სისტემა
2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში საგადასახადო წნეხი დაახლოებით 25%-ია მაშინ, როცა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანას უფრო დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს. მდგომარეობაა კიდევ უფრო მძიმდება ეკონომიკაში მთავრობის მონაწილეობისა და მისი მოცულობის თვალსაზრისით - ერთიანი სამთავრობო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 35%-ს სცილდება მაშინ, როცა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანას საქართველოზე მცირე მთავრობა ყავს. მეტი გადასახადი ნაკლებ სიმდიდრეს, ნაკლებ ინვესტიციას, ნაკლებ სტიმულს მუშაობისთვის და ნაკლებ ფულს ნიშნავს თითოეული მოქალაქის ჯიბეში.
“გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს სთავაზობს ხუთი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადიდან ეტაპობრივად მხოლოდ ორი გადასახადის - დღგ-ს და აქციზის დატოვებას.
|
განაკვეთი |
||||
გადასახადი/წელი |
2021 |
2022 |
2023 |
2024 |
2025 |
საშემოსავლო გადასახადი |
20% |
15% |
10% |
5% |
0% |
განაწილებული მოგების გადასახადი |
15% |
10% |
5% |
0% |
0% |
დღგ |
18% |
18% |
18% |
18% |
18% |
იმპორტის გადასახადი |
5-12% |
0% |
0% |
0% |
0% |
საგადასახადო რეფორმით, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეების ჯიბეში დამატებით 5 მილიარდი ლარი დარჩება 4 წლის განმავლობაში, ხოლო, მეორე მხრივ, საგადასახადო წნეხი საშუალოდ 26%-დან 16%-მდე შემცირდება.
გარდა განაკვეთების შემცირებისა, თითოეულ მოქალაქესა და ბიზნესს მოეხსნება დღეს არსებული საბუღალტრო და რეგულაციური წნეხი, - ხუთი და მეტი ტიპის გადასახადის ადმინისტრირება და სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.
დღევანდელმა კანონმდებლობამ დანერგა ასევე, მავნე პრაქტიკა, - მოქალაქის ან ბიზნესის მიერ საგადასახადო ხვრელის აღმოჩენა კანონით ისჯება; ჩვენი შემოთავაზებული რეფორმის შედეგად, ნებისმიერი ასეთი საგადასახადო ხვრელის აღმოჩენა გათავისუფლდება სამართალწარმოებისგან და მისი გამოსწორება ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” საგადასახადო რეფორმა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის შედეგად, მეტ ინვესტიციას, მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებსა და მეტ კეთილდღეობას მოიტანს, საქართველო კი გახდება მსოფლიო ბრენდი - „ქვეყანა ერთი გადასახადით“.
გირჩი-მეტი თავისუფლება